წელს ყურძნის ფასმა, შარშანდელთან შედარებით, შესაძლოა, დაიკლოს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლამის განცხადებით,  პროდუქციის იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, შესაძლოა, ყურძნის ფასმა, შარშანდელთან შედარებით, დაიკლოს.

ამასთან, მისი თქმით, რთველის სუბსიდირება არ იგეგმებ​ა.

„იგივე მიწოდებისა და ნაკლები მოთხოვნის პირობებში, ცხადია, პირველი რაზეც ეს სავარაუდოდ იმოქმედებს, არის ფასი. თუმცა ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ფასწარმოქმნაში არ ერევა. ეს არის თავისუფალი ბაზრის პირობებში გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ სწორი მესიჯები მივაწოდოთ ფერმერებს.

სუბსიდირებას არ გეგმავს სახელმწიფო, ჩვენი ვარაუდით, შარშანდელთან შედარებით, ფასმა შეიძლება,  დაიკლოს, მაგრამ ის მაინც საკმაოდ მაღალი იქნება იმისთვის, რომ თვითღირებულება დაკმაყოფილდეს და გარკვეული მოგებაც დარჩეთ ფერმერებს“, – განაცხადა მეხუზლამ.

მსგავსი თემები