“დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია 36 კბილა ცხენკაცმა დაასრულა” – ნიკა გვარამია

„25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, – ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვის ფაქტს.

გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ თითქოს მისი გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას განცხადებით, მას 30 მილიონამდე ვალი დახვდა.

„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი. არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში. ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე. ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ, ყადაღით მიყენებული მათ შორის“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე აკრიტიკებს პაატა სალიას განცხადებას და ამბობს, რომ ის „სამარცხვინო“ დირექტორია.

„ეს ჩვარი, რომ “რუსთავი 2”-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები