“რუსთავი 2″ რომ არ გაკოტრდეს, ამიტომაც მიიღო ქიბარმა ეს გადაწყვეტილება” – პაატა სალია ტელეკომპანიის გაყიდვაზე

“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას, ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი საჯარო და გამჭირვალე იქნება. ამასთან, პოტენცირი მყიდველის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული.

“ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგითაა გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოო პოზიცია იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ გვექნება, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში”, – განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, კომპანიას აქვს ძალიან დიდი ვალები, რომლის გადახდასაც კრედიტორები უახლოეს დღეებში ითხოვენ. 

„რუსთავი 2″ არასდროს გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ქიბარ ხალვაშმა ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პაატა სალიამ. 

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.

მსგავსი თემები