29 აპრილიდან თბილისი ნაწილობრივ გაიხსნება

თბილისიც მაცხოვრებლები,  29 აპრილიდან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილას და შემოსვლას შეძლებენ. გასვლა 06:00-დან 08:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სათის ჩათვლით.

აღნიშნული გადაადგილებისთვის მოქალაქეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვი დასჭირდებათ.

ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.

შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის კი 144-ის „ცხელ ხაზს“ უნდა დაუკავშირდეთ.

მსგავსი თემები