“ჩვენს აქციებს გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებს გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები,” – ამის შესახებ განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე ის და ბადრი ჯაფარიძე. 

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ის, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები,” – აღნიშნავს ხაზარაძე. 

ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი შეასრულებს.

მსგავსი თემები