ნიკა გვარამია, შესაძლოა, ხელმეორედ გამოკითხონ

გამომძიებელი, ბექა კვიციანი “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს. 

ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიას გარდა, სხვა პირებიც დაიბარონ, თუმცა გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ „რუსთავი 2″-ის ოფისიდან, კერძოდ კი მე-15 ოთახიდან, სადაც „ინტერმედიას“ სამუშაო სივრცე იყო, თუმცა უმეტესად “ჩცდ”-ს სცენებია გადაღებული, დოკუმენტები და სეიფი წაიღეს. გამომძიებლის თქმით, ჯერ სეიფი არ გაუხსნიათ. მისი განცხადებით, დაწყებულია დოკუმენტაციის შესწავლა. 

მსგავსი თემები