ხორბალი გაძვირდა, შესაძლოა ფქვილიც 2 ლარით გაძვირდეს

ლარის გაუფასურების გამო, საქართველოში იმპორტირებული ხორბალი 20-30 დოლარის ფარგლებში გაძვირდა. წისქვილკომბინატები ელოდებიან, რომ ფქვილიც გაძვირდება დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში. 

მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ფქვილი ადგილობრივ ბაზარზე 47-48 ლარი ღირს, რაც 2,75-2,80 კურსით არის დაანგარიშებული. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ფასნამატი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება. 

გასული წლის დეკემბერში, როცა პური 10 თეთრით გაძვირდა, ფქვილის ფასი 11 ლარით გაიზარდა და 48-50 ლარი შეადგინა. მას შემდეგ კი ფქვილი დაახლოებით 2 ლარით გაიაფდა. თუ ამ ეტაპზე ფასები კვლავ 2 ლარით მოიმატებს, ის 2018 წლის დეკემბრის ნიშნულს გაუტოლდება. 

მსგავსი თემები