ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი.
თვითმხილველთა თქმით, მაშველებმა წყლიდან ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად კი, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.