საქსტატის მტკიცებით, ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ ივნისის თვეში 5 %-იანი ეკონომიზიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია.

„ წინა წლიდან განსაზღვრული გვაქვს თითოეული ციფრის გამოქვეყნების თარიღი და ვადა და ყოველი თვის ბოლოს ჩვენ ვაქვეყნებთ და საზოგადოებას ვთავაზობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია,“ – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.


მსგავსი თემები