შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

  •  

„ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს.

როგორც ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი, დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებების გამო უნდა გადადგეს. მისი თქმით, დავით გარეჯში, ვითარების დაძაბვას პროვოცირება საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებებით გაუკეთა.

„როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. ახლა ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ  არ არის. ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით. როდესაც მან გააკეთა არა ერთ მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია და ეს მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაცდომები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. მე მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 


მსგავსი თემები