დაზიანებული კედლები, კოშკი, ჩამოყრილი ქვები – ანანურის სამონასტრო კომპლექსის ფოტო მასალა

  •  

საყდრისის კომიტეტის წევრებმა “მედიაცენტრ მთავარს” ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა.

ფოტოებში კარგად ჩანს დაზიანებული კომპლექსის კედლები, კოშკი, ჩამოყრილი ქვები, ასევე დაზიანებული ქონგურები და მიწისქვეშა გასასვლელი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომიტეტის წევრებმა განუცხადეს, მომდევნო წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ანანურის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება და ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას მოიცავს. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლზე ტურისტული ნაკადების გადაადგილების მარშრუტებსაც გაითვალისწინებს, რაც სამომავლოდ ქაოტური ვითარების შექმნის ალბათობას გამორიცხავს.




მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები