საქართველოში, იანვარ-ივნისში 4991 სამშენებლო ნებართვა გაიცა

  •  

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტია.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების დიდი ნაწილი (71,6 %) ქვეყნის 3 რეგიონზე ნაწილდება. თბილისი 48,8%; ქვემო ქართლის რეგიონი 11,7% და აჭარის ა.რ.-ზე 11,1%.

“აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები” – აღნიშნულია მონაცემებში.

სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის 1236 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტია.

მსგავსი თემები