ბიზნესმენები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვენ

  •  

ეროვნული ვალუტა ამჟამად სამიან ნიშნულზეა, თუმცა ექპერტები არ გამორიცხავენ, რომ 1 დოლარის ღირებულება 3,5-მდე გაიზარდოს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური გუნდის არასწორი მუშაობის შედეგია ლარის გაუფასურება.

„გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება.თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის გადაბრალება, ვთვლი, რომ არის აბსურდი. ქვეყნის ეკონომიკას, ვინც ქმნის, ის ბიზნესმენები და ის ბიზნესი არის მძიმე მდგომაროებაში. ძალიან გაუჭირდებათ ამ კურსით ოპერირების გაგრძელება. ყველაზე მინიმუმ, თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს,“ – განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

მსგავსი თემები