“უკვე მესამე თაობა იზრდება სოხუმსა და ცხინვალში, რომელსაც გონია, რომ ოკუპანტი ქართველია” – გიორგი ლომია

  •  

“რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაზე უფრო დიდი პრობლემაა, როცა უკვე მესამე თაობა იზრდება სოხუმსა და ცხინვალში, რომელსაც გონია, რომ ოკუპანტი არის საქართველო და ქართველი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

გიორგი ლომიას თქმით, აფხაზეთში სკოლაში ბავშვები სწავლობენ ისტორიას, სადაც წერია, რომ ოკუპანტი საქართველოა და არა რუსეთი.

“სკოლაში ისტორიას სწავლობენ ბავშვები, სადა უწერიათ, რომ ოკუპანტი ქართველია. ბავშვისთვის, რომელიც ამ ისტორიას სწავლობს, მნიშვნელობა არ აქვს, თავის დროზე აფხაზეთიდან მილიონობით ქართველი გამოაძევეს. მათ წიგნში უწერიათ, რომ აფხაზეთი, სოხუმი და ცხინვალი 30 სექტემბერს ზეიმობს ქართველ დამაპყრობლებზე გამარჯვებას. 

ჩვენ, ქართველებს არ შეგვიძლია ერთმანეთს დავაშოროთ რუსეთი და აფხაზეთი, ეს თვითონ მათ უნდა მოინდომონ, მაგრამ, როდესაც სკოლაში ბავშვს ასწავლიან, რომ ქართველია ოკუპანტი და არა რუსი, აი, ის რუსეთს არ მოშორდება. მეხუთე და მეექვსე თაობა საერთოდ არ დაგელაპარაკება”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები