“საქართველო გადის საგარეო შოკს” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ქვეყანაში შექმილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს ამ მდგომარეობას “საგარეო შოკის” მიერ გამოწვეული ეფექტი შეიძლება ეწოდოს. 

„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება, რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში.

საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი 2014-2016 წლებში, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია” – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარია, მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ინტერვენციას არ აპირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უწყება კვლავ დაკვირვების რეჟიმშია. ჩარევა კი მაშინ მოხდება, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ზღვარს გადასცდება.

მსგავსი თემები