„თბილისის მოკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საუბარია კადრებზე, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი სიგარეტს ეწევა.

“მედიაცენტრი მთავარი” კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი სიგარეტს ეწევა. კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას. ხოლო თავის მხრივ “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი მსგავსი შემთხვევების მიმართ საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები