“არ გამოვრიცხავ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს” – დიმიტრი გვრიტიშვილი

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.

გვრიტიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი საშვებულებო პერიოდია. 

„ჯერჯერობით მივყვებით ამ გრაფიკს. ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს გავესაუბროთ 2-2 კანდიდატს. გამორიცხული არ არის, რომ გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და გაგრძელდეს სექტემბერში, თუმცა ამაზე იუსტიციის საბჭოს წევრებს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. 

მიზეზი საშვებულებო პერიოდია, ვინაიდან, ჩვენ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებისგან განსხვავებით, თითქოს არ გვეცოდებიან კანდიდატები, დამკვირვებლები და არც საბჭოს აპარატი, შევდივართ ყველას მდგომარეობაში და არ არის გამორიცხული, ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. შვებულებაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრების ეტაპი ხვალ 10:00 საათზე განახლდება. 

მსგავსი თემები