თბილისის ზოოპარკში, ორი ნაშიერი დაიბადა

თბილისის ზოოპარკს, ახალი ნაშიერები, ბერბერული მაკაკა და ზებრა შეემატა. 

როგორც თბილისის ზოოპაკში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ნაშიერები თავს კარგად გრძნობენ და მნახველებს ელიან. მათი თქმით, თბილისის ზოოპარკის ბილეთების შეძენა უკვე ინტერნეტით არის შესაძლებელი. 

“ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს. დღეიდან ახალშობილების კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ,”- განუცხადეს თბილისის ზოოპარკში “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები