„თუ ბიზნეს ჯგუფები პოლიტიკაში ჩაერთვებიან, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“ – გია ჟორჟოლიანი „თიბისის საქმეზე“

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „სოციალ-დემოკრატ“ გია ჟორჟოლიანის შეფასებით, ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან პოლიტიკა კავშირში არ არის და პირიქით, მიესალმება ბიზნესის პოლიტიკაში ჩართვას.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი ათწლეულებია პოლიტიკაში არიან და თავიანთ ვიწრო ინტერესებს ახორციელებენ.

„რაც შეეხება ამ საქმის პოლიტიკასთან კავშირს, პირადად, ასეთ კავშირს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ასეთი ბიზნეს ჯგუფების ღია და აშკარა პოლიტიკური გააქტიურება მხოლოდ სასარგებლო იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ ათწლეულებია, ამ ჯგუფის ვიწრო ინტერესებში ხორციელდება პოლიტიკა საქართველოში. ამავე დროს, თითქოს, ისინი პოლიტიკაში არ მონაწილეობენ. სწორედ მათ ინტერესებშია ის პოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჩვენც ქვეყანაშია დამყარებული. ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, მათ შორის ამომრჩევლებმა, ვის რა პოლიტიკა, ინტერესი და წესრიგი აწყობს,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის შეფასებით, ე.წ. ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები და კითხვის ნიშნები მანა იქნება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა და ძალიან მკაფიო და აშკარა არ გახდება.

მსგავსი თემები