ლაგოდეხში, ტყის 21 116 ჰა ფართობზე საველე სამუშაოები დასრულდა

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა.  საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდა, რომლის საფუძველზეც  10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ინვენტარიზაციის სამუშაოებში, სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები იყვნენ დასაქმებულები.

 „ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები,” – განაცხადეს სააგენტოში.

ლაგოდეხის შემდეგ ტყის ინვეტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში განხორციელდება.

მსგავსი თემები