შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ჭიათურიდანაა, მეორე დაშავებული კი მისი ახლობელია.

9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს “მაგნიკა” აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები