სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, გამოიყენონ კანონი, რომლითაც საშუალება აქვთ, ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

“15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2018 წელს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

მსგავსი თემები