“ჩემი ძმისშვილის დაკავებას პირდაპირ შურისძიებას ვუკავშირებ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას შურისძიებას უკავშირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ამბობს, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ხელისუფლების ქმედებების გამო იყვნენ გამწარებულები.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი 20 ივნისის საქმეზე მანამდე გაფრთხილებულიც იყო და გამოკითხულიც.

„ამ საქმესთან დაკავშირებით იყო მორის მაჩალიკაშვილი გასამართლებული, გამოშვებული და ჰქონდა შენიშვნა მიცემული. შემდგომში, როგორც კი დაიდგა ეს კარავი, მეორე დღეს, იქნა მაჩალიკაშვილი აყვანილი. მე ამას პირდაპირ შურისძიებას ვუკავშირებ. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ ამ შეცდომას. ჯერ რა სისხლიანი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, იქ გამცენ პასუხი,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ გუშინ დაკავებულ ორ პირს შორის ერთ-ერთი, მალხაზ მაჩალიკაშილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილია.

მსგავსი თემები