ეროვნული ბანკი, ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დადებითად აფასებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები „თიბისი ბანკის ჯგუფში“ (TBC PLC).

„საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (“თიბისი ბანკის” 100%-იანი აქციონერი ლონდონში).

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მსგავსი თემები