“ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა” – მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ლარის კურსის ვარდნა ოპოზიციასა და ანტისაოკუპაციო აქციებს დაუკავშირა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას შეახსენა, რა იყო კურსის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლებში. სააკაშვილმა ხელისუფლების წევრები ქურდობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი ადგილი ციხეშია.  

„პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე, ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ერთი ორჯერ და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის „შნირებს“, ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა. თქვენ ხართ ქურდები და უნდა მოშორდეთ. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი არის ციხეში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები