“ეს არის მაფიოზური ქვეყანა, მთავარი განგსტერი კი ბიძინა ივანიშვილია” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო უწყება ანაკლიის პორტის აქციონერებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასა და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ფადი ასლის თქმით, „ეს არის მაფიოზური ქვეყანა, სადაც მთავარი განგსტერი ბიძინა ივანიშვილია“.

მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და მსგავსი საქმეების გამო კი, ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება.

„ვუყურებ ფილმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სტუდიაში გადაიღეს. ძალიან მაწუხებს ამ ქვეყნის ბედი. ყველაფერი ინგრევა. შეხედეთ, სად არის ლარის კურსი, კორუფცია, ეკონომიკა, ინვესტიციები. ივანიშვილი საშიში ადამიანი გახდა საქართველოსთვის. არ ხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ბიძინა ივანიშვილის ხალხის ხელშია ბიზნესი და ეკონომიკა. ცდილობენ, ჩამოაშორონ სხვები საკუთარ ბიზნესებს და თავს ესხმიან მათ. ეს არის მაფიოზური ქვეყანა, მთავარი განგსტერი კი ბიძინა ივანიშვილია,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.

ფადი ასლი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

მსგავსი თემები