უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები სექტემბრიდან დამონტაჟდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი იანვრის ბოლომდე დასრულდება.

“მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად,”- აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები