პროკურატურა, ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის, მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულისთვის, ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები