დაბა მესტიის მოსახლეობას, სასმელი წყალი არ აქვს

სვანეთში, “მესტია-ჭალაჰესის კაშხალის” დაზიანების შედეგად, დაბა მესტიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ ადიდებულმა მდინარემ, წყლის მილები დააზიანა, განადგურდა 10-მდე მანქანა. ასევე დაზიანდა ჰესის „მესტიაჭალა1″- ის ინფრასტრუქტურა.

მდინარის სიახლოვეს, დასახლებული პუნქტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული.

პარალელურად, სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.


მსგავსი თემები