გაუსაძლისი სიცხეები ევროპაში – გარდაცვლილია 5 ადამიანი

გაუსაძლისი სიცხეების გამო, ევროპის ქვეყნებში საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. საფრანგეთში სიცხეებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. იტალიის ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს რომისა და ზღვისპირა რეგიონების მოსახლეობას, სადაც ჰაერის ტემპერატურის გარდა, ტენიანობამაც მოიმატა.

ანომალიური სიცხეებია ბელგიაში. ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

მსგავსი თემები