“ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალო ჩარევა“ – პრეზიდენტი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, მას ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არ აქვს.

„მესმის, რომ ოპოზიცია, ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული. ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალო ჩარევა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გუშინ ბრალი წაუყენეს.

მსგავსი თემები