“მადლობა ბატონ ქიბარს, ასეთი “ღრმა აზრიანი და თავშეკავებული” კომენტარისთვის” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას ასე გამოეხმაურა:

„მადლობა ბატონ ქიბარს, ასეთი “ღრმა აზრიანი და თავშეკავებული” კომენტარისთვის, დედას ვფიცავარ ღმერთის მეშინია და ოქრუაშვილზე ამიტომ არაფერს არ ვიტყვიო. ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო” – აცხადებს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილზე ცუდს არაფერს იტყვის, რადგან მისი შვილის ნათლიაა და ღმერთის ეშინია.

მსგავსი თემები