“რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, შეუძლიათ ნათია თურნავას წაუყენონ”- დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ბრალი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძეს წაუყენა, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასაც წაუყენონ.

“რაც მამუკა ხაზარაძეს აქვს ბრალად წაყენებული, იგივე წარმატებით შეუძლიათ საკუთარ მინისტრს, ნათია თურნავას წაუყენონ, მითუმეტეს რომ ანალოგიური სქემებია იქაც. თან,  ეს საქმე დიდი ხნის წინაა დაწყებული და ჩვენებებიცაა მიცემული. სადაც ჩანს, რომ 2012 წლამდე, ძალიან ვბევრ ისეთ საქმეშია ბრალდებული , რასაც ხელმძღვანელობდა თურნავა და მისი გუნდი. ანუ, არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. თუ ხაზარაძე დამნაშავეა, იგივე დანაშაულის ჩამდენია თურნავა და არა „წარმატებული“ მინისტრი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის „აღმშენებელი“, როგორადაც ახლა გვიხატავენ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ,

დეპუტატი, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის საკითხსაც განიხილავს და აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფიძნებლის ინტერესი, მისი ფინანსების დაცვაა.

“როდესაც ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლაზე გააკეთა განაცხადი, მაშინვე ვთქვი, რომ მას, თავისუფალი საქართველო ნაკლებად ადარდებს და მხოლოდ საკუთარი ფინანსების, საკუთარი ფულის დასაცავად უნდა პოლიტიკაში მოსვლა. სწორედ ხაზარაძის დამსახურებითაა ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ბიზნესდაკარგული. ბევრიც, მართალია ნაცების დროს, მაგრამ ციხეშიც მოხვდა. მათი სახელები კი, ყველასთვის ცნობილია. ისიც საინტერესოა, დაგირავებული 20 მილიონიდან ამონაგები   70 მილიონი ანაკლიაში მიაქვს თუ პოლიტიკაში? რადგან, დღეს არც ანაკლიის ზუსტი ღირებულება ვიცით და არც ის ფინანსები სადაა, რომელიც უნდა მობილიზდეს. იმაზეც დიდი ხანია  შევთანხმდით, რომ ეს პორტი არის პოლიტიკური  და არა კომერციული მნიშვნელობის,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები