“ივანიშვილთან, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია”- ქიბარ ხალვაში

“რუსთავი 2” – ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა.

როგორც ექსპერტიზის ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მისულმა ქიბარ ხალვაშმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს, მისთვის არც სტრასბურგის გადაწყვეტილება მიულოცავს.

„ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ, “იმან” – არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.

მსგავსი თემები