„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი საწვავის გაძირების მიზეზებს ასახელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბენზინის გაძვირება ლარის გაუფასურებითა და საწვავის საერთაშორისო ფასების ცვლილებითაა განპირობებული.

„მიზეზი საერთაშორისო ფასების ზრდაა და, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როდესაც ამას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს, ადეკვატურად, აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ამასთან, ფხაკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეკონომიკაში ნეგატიური ფონი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამ თემაზე ეროვნულ ბანკთან შეხვედრა იგეგმება.

„როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის ინტერესებშია, რომ სავალუტო ბაზარზე ვითარება დარეგულირდეს და დასტაბილურდეს“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა.

მსგავსი თემები