“თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე!” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში, საქართველოში არსებული ცუდი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ბრუნდება. 

მისი თქმით, მას, პირადი მიზნები არ გააჩნია და პოლიტიკაში, ქვეყნის უკეთესი მომავლის გამო ბრუნდება. 

“პირადი მიზნებით, მოტივაციით და წყენით პოლიტიკაში არ მოვდივარ. პოლიტიკაში დავბრუნდი ერთი მიზეზის გამო, ქვეყნაში საგანგაშო პოლიტიკური მდგომარეობის გამო. არჩევნებამდე ვაპირებ შევქმნა პოლიტიკური ჯარი. თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე! ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს მომავალს და მინდა ჩემმა შვილებმა, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ძალიან ბევრი ცუდი და საგანგაშო რამ ხდება ქვეყნაში, თორემ ჩემთვის ვიჯდებოდი, იმ ტყვიავის ვენახებში და მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებდი,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები