თურქეთიდან საქართველოში, პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში, ახალი მატარებლით, პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ეს არის საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება. სამომავლოდ კი, გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება.

„საქართველო-თურქეთის რკინიგზებისისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს,”- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ.

ავტორი – სანდრო ჯუფალაკიანი

მსგავსი თემები