“ოცნება“ ჩემს უკანონო მიყურადებას ახორციელებს” – ნოდარ მელაძე ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე

„კურიერის” სიანფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნეს ინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება.

1. ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი.

პ.ს. ანუ ეთერში 100% სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო”, – წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი პარტიის სხდომებიდან ინფორმაციას ნოდარ მელაძეს აწვდიდა.

მსგავსი თემები