დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი ყუფარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე.

გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.

ცნობისთვის, ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2014 წელს მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.

მსგავსი თემები