“სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, რომ დღეს იულია მედიას არ შეხვედროდა” – სოსლიაკის ადვოკატი

“გუშინ სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, რომ იულია სოსლიაკი არ ყოფილიყო დღეს აქ, არ შეხვედროდა ქართულ მედიას და ვრცლად არ ესაუბრა იმაზე, რაც თავს გადახდა” – ეს განცხადება იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ “მეციაცენტრ მთავარში” განაცხადა. 

ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” მოკლედ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა მოეყოლა საზოგადოებისთვის.

“საქმე ეხებოდა, საქართველოში იულია სოსლიაკის ყოფნის დღიდან, სამართალდამცავების დამოკიდებულებას მის მიმართ, როგორც ზუგდიდში, ასევე ქუთაისის საავადმყოფოსა და საპატიმროში. ზოგადად, შემიძლია გითხრათ იმაზე, რის თქმასაც იულია აპირებდა. ეს გახლავთ, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაყოლიება იმაზე, რომ ეღიარებინა დანაშაული, ასევე, თუ არ აღიარებდა დანაშაულს, პრობლემები შეექმნებოდა.

საპყრობილეში ყოფნისას, იულიას შეუსახლეს ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იყო და შემდეგ, რატომღაც, მეორე დღეს, მისმა თანამესაკნემ თვითმკვლელობა სცადა. ამის გამო, იულია დასაჯეს, ჩამოართვეს პირადი ნივთებიც კი და თეთრეულის გარეშე ეძინა. მას ზეწარიც კი არ დაუტოვეს იმის შიშით, რომ თანამესაკნეს თავი არ ჩამოეხრჩო. 

ასევე, მას სთხოვდნენ დათანხმებულიყო საპროცესო შეთანხმებას და ამის შემდეგ, შეახვედრებდნენ შვილებს.

ასევე, მესამე ფაქტობრივი გარემოება კი იყო, საპროცესო შეთანხმება ადვოკატის გარეშე. იულია ამ წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ღამის საათებში, დაწერილი განცხადება თვითონ დახია. ამის შემდეგ, დილით მოაკითხა სოციალურმა მუშაკმა და ჰკითხა, განცხადება დაწერილი ჰქონდა თუ არა, იულიამ კი უპასუხა, რომ ის ადვოკატის გარეშე განცხადებას არ დაწერდა. მაშინ სოცმუშაკი დათანხმდა და ასე მოხვდა ჩემი სახელი და გვარი ამ განცხადებაში,” – განაცხადა იულია სოსლიაკის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები