“აბსოლუტურად გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას” – ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და ყველა მხარისთვის სავალდებულოა და ის უნდა აღსრულდეს.

„ასევე, ვხედავ იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტი გამორიცხულია.

„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

მსგავსი თემები