“მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო, თითქოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ” – იულია სუსლიაკი

“ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

მის თქმით, ის ახლა მის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

სუსლიაკის თქმით, მისი ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ.

“ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, ჩემი ადვოკატები ოფიციალურ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. ცუდი არაფერი გამიკეთებია და მზად ვარ, საჯაროდ დავიცვა საკუთარი სიმართლე, თუმცა პირადად მე საქართველოში ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომ ადვოკატებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს ვინც გვერდში დამიდგა“,- განაცხადა სუსლიაკმა.

ცნობისთვის, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები