თიანეთში, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს

თიანეთში, სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

მსგავსი თემები