საწვავი ისევ გაძვირდა

ბენზინი ისევ გაძვირდა. ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5 თეთრით მოიმატა.

რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.

გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე.

საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

ცნობისთვის, ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა. ამ გაუფასურების გათვალისწინებით კი ექსპერტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც აანონსებენ.

მსგავსი თემები