აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები