კახეთის მოსავლის 6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია

დღეისათვის კახეთის რეგიონში, 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს.  გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტს და სამაცივრო მეურნეობას,  600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან,  6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მისი თქმით, ბაზარაზე მოთხოვნა დიდია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილნი არიან. 

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მსგავსი თემები