“ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, ევროპის სასამართლოსაც ანათებს”- შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ევროპის სასამართლომ გადაწვეტილებაში ქრთამი აიღო.

„ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ „რუსთავი 2“ კი არა, „სიენენი“ და „ბიბისიც“ რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა შეკვეთებზე მომუშავე ცნობილმა მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც ივანიშვილმა იქ ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად შეუშვა. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები