ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.

კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

პარტნიორთა კრების ოქმს ქიბარ ხალვაში აწერს ხელს, როგორც „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის მფლობელი და ასევე შპს „პანორამას“ მესაკუთრე, რომელიც „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტს ფლობს.

მსგავსი თემები