ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, “რუსთავი2”-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, სტრასბურგმა წარამოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო.

„რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას, პირველ რიგში, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი… ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. დანარჩენ შემთხვევებში, დაუშვებლად დაშვების გამო ჩაკეტა გასაჩივრების უფლება“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები