„დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“ – თეა წულუკიანი

რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრმა განაცხადა, დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით.

„ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი – ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა; დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. 6 ხმით 1 ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს ურთმელიძესა და თოდუას. ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე18 მუხლის ჭრილში,“ – აღნიშნა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმეწუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

მსგავსი თემები